Posts

ფიფქია აბრამიშვილის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული

ტრენინგის IX დღე

  დ ღეს დავსასრულეთ ტრენინგ კურსი პროექტებით სწავლება, ტრენინგი დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მეცხრე დღეს ვისაუბრეთ როგორ უნდა დავგეგმოთ პრესენტაცია ისე რომ მაყურებლისთვის ეფექტური და გასაგები იყოს,გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია და გავაკეთეთ შეფასებები.   ტრენინგი საბოლოო ჯამში საინტერესო და ნაყოფიერი იყო.  21- ე საუკუნეში ისტ ტექნოლოგიების გარეშე სწავლება ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელია . ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას , რომელიც სწორედ 21- ე საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს . არნიშნულიდან გამომდინარე ტრენინგზე დიდი მოლოდინებით მოვედი .   ტრენინგის პირველი დღე მონაწილეთა გაცნობით დაიწყო , ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი .   ჩემთვის უცხო აღმოჩნდა ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა , რამაც ძალიან დამაინტერესა . მომეწონა ტექსტური რედაქტორის საშუალებით ბროშურების შექმნა .     ტრენინგი ს მესამე დღე   დაიწყო ერთმანეთის თემების განხილვით , მსმენელებმა წარმოადგინეს პროექტის თემები და

ტრენინგის VIII დღე

ტრენინგის მერვე დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. თავდაპირველად განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ გავიარეთ მე-7 მოდული,  ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე და შევქმენით ფასილიტაციის რამდენიმე ნიმუში.ვისწავლეთ კითხვების ჩამოყალიბება რომელიც ხელს შუწყობს მოსწავლის მაღალი სააზროვნო  უნარების ჩამოყალიბებას.სწორად დასმული კითხვები მოსწავლეს დაეხმარება დაამყაროს კავშირები ადრე შესწავლილ მასალასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის.

ტრენინგის VII დღე

 ტრენინგის მეშვიდე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ვნახეთ ერთმანეთის  ნაშრომები და გავაკეთეთ უკუკავშირი,  ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.   ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ფორმებზე და მოსწავლეთა ჩართულობაზე შეფასების პროცესში.გავეცანით შეფასების გეგმასა და მოსწავლის შეფასების სხვადასხვა ფორმებს.   გავიკეთეთ ადაპტირება და მოვარგეთ ჩვენს გეგმას. ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლეთა ჩართულობაზე პროექტებში,ვისაუბრეთ  მათთვის შექმნილ შესაბამის შეფასების ფორმებზე. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმებზე. განვიხილეთ თუ როგორ უნდა შევუჭყოთ ხელი თვითრეგულირებად სწავლას

ტრენინგის VI დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მიმოხილვით,გავიხსენეთ სასწავლო პროექტის შეფასების სტრატეგიები, შემდეგ დეტალურად გავიარეთ საავტორო უფლებების გამოყენების გზები. ვისაუბრეთ უკუკავშირის მიცემის მეთოდებსა და სტრატეგიებზე.  

ტრენინგის V დღე

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვით,განვიხილეთ დროში გაწერილი გეგმის სტრატეგიები,შეფასების გეგმა აუცილებლად მოიცავს ხუთ სტრატეგიას, თითოეული სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა მოიცავს სხვადასხვა მეთოდებს.    მოსწავლეს წინარე ცოდნის დასადგენად აუცილებლად გამოვიყენებ  ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე სქემას, დამოუკიდებელი მსწავლელების ჩამოყალიბების მეთოდებიდან, აუცილებლად შევარჩევ პროექტის გეგმებს,ასევე თანასწორთა უკუკავშირს.პროგრესის მონიტორინგისთვის-არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევის ჩანიშვნები.გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებას მოვახდენ, არასტრუქტურირებული გამოკითხვით. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატებიებიდან შევარჩევ მხატვრულ ნამუშევრებს     განვიხილეთ უკუკავშირის სახეები.

ტრენინგის IV დღე

Image
ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ  კოლეგების მიერ შემუშავებული პროექტის კითხვებისა და მიზნების განხილით. შემდეგ ვიმუშავეთ გუგლ დრაივის გამოყენებაზე,ვისწავლეთ გუგლის ანკეტების შექმნა, რაც უცხო და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე, ავტვირთეთ ფოტოები ბლოგზე და გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიაზე.