ტრენინგის IX დღე



  დღეს დავსასრულეთ ტრენინგ კურსი პროექტებით სწავლება, ტრენინგი დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მეცხრე დღეს ვისაუბრეთ როგორ უნდა დავგეგმოთ პრესენტაცია ისე რომ მაყურებლისთვის ეფექტური და გასაგები იყოს,გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია და გავაკეთეთ შეფასებები.
  ტრენინგი საბოლოო ჯამში საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 
21- საუკუნეში ისტ ტექნოლოგიების გარეშე სწავლება ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას,რომელიც სწორედ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.არნიშნულიდან გამომდინარე ტრენინგზე დიდი მოლოდინებით მოვედი.
  ტრენინგის პირველი დღე მონაწილეთა გაცნობით დაიწყო, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი.
  ჩემთვის უცხო აღმოჩნდა ბლოგის შექმნა და მასზე მუშაობა, რამაც ძალიან დამაინტერესა. მომეწონა ტექსტური რედაქტორის საშუალებით ბროშურების შექმნა.
   ტრენინგის მესამე დღე  დაიწყო ერთმანეთის თემების განხილვით, მსმენელებმა წარმოადგინეს პროექტის თემები და ისაუბრეს მისი განხორციელების სავარაუდო გზებზე,მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს
  შემდეგ დეტალურად განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის გზებზ,გავეცანით რომ პროექტის დაგეგმვის პირველი და აუცილებელი ნაბიჯია მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტების დადგენა, ვინაიდან სტანდარის დადგენის შემდეგ ვაყალიბებთ პროექტის სასწავლო მიზნებს.
  გავეცანით და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
  ვისწავლე  რომ არსებობს სამი ტიპის კითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი,რომელიც ნათლად და მკაფიოდ ნდა იყოს ჩამოყალიბებული.
   ვისწავლეთ ინსტრუმენტის ,, მაკრატელი" გამოყენება, რაც ძალიან საინტერესო და გამოყენებადია.
  ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ  კოლეგების მიერ შემუშავებული პროექტის კითხვებისა და მიზნების განხილით. შემდეგ ვიმუშავეთ გუგლ დრაივის გამოყენებაზე,ვისწავლეთ გუგლის ანკეტების შექმნა, რაც უცხო და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე, ავტვირთეთ ფოტოები ბლოგზე და გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიაზე.

 ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვით,განვიხილეთ დროში გაწერილი გეგმის სტრატეგიები,   ხუთ სტრატეგია, თითოეული სტრატეგია მოიცავს სხვადასხვამეთოდს, პროექტში გამოყენებული უნდა ყოს ხუთივე სტრატეგია.
    ჩემს მიერ განხორციელებული პროექტის განმავლობაში მოსწავლ წინარე ცოდნის დასადგენად აუცილებლად გამოვიყენებ  ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე სქემას, დამოუკიდებელი მსწავლელების ჩამოყალიბების მეთოდებიდან, აუცილებლად შევარჩევ პროექტის გეგმებს,ასევე თანასწორთა უკუკავშირს.პროგრესის მონიტორინგისთვის-არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევის ჩანიშვნები.გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებას მოვახდენ, არასტრუქტურირებული გამოკითხვით. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატებიებიდან შევარჩევ მხატვრულ ნამუშევრებს
     დეტალურად გავიარეთ საავტორო უფლებების გამოყენების გზები. ვისაუბრეთ უკუკავშირის მიცემის მეთოდებსა და სტრატეგიებზე.
ტრენინგის მერვე დღე  განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ გავიარეთ მე-7 მოდულივიმუშავეთ ფასილიტაციაზე და შევქმენით ფასილიტაციის რამდენიმე ნიმუში.ვისწავლეთ კითხვების ჩამოყალიბება რომელიც ხელს შუწყობს მოსწავლის მაღალი სააზროვნო  უნარების ჩამოყალიბებას.სწორად დასმული კითხვები მოსწავლეს დაეხმარება დაამყაროს კავშირები ადრე შესწავლილ მასალასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის.

Comments

Popular posts from this blog

ტრენინგის III დღე

ტრენინგის VIII დღე

ტრენინგის VII დღე